ამერიკელები მუდმივად აღნიშნავენ მადლიერების დღეს, ამიტომ კლავენ ბევრ ინდაურს და შემდგომ ცხიმიან თითებს ილოკავენ.
მხოლოდ ერთ ინდაურს აქვს ყველა მიზეზი, რათა მადლიერების გრძნობით აღივსოს.
ამიტომ ის ერთი, განუმეორებელი დააბოტებს ამ პლანეტაზე გაფხორილი და არვის არ ელპარაკება.
ინდაური, ეს კეთილშობილი ფრინველი ჩვენშიც შემოიყვანეს თავის დროზე, ამრავლეს და საცივშიც უკრეს თავი.
ინდაურები ნებისმიერი საშიშრიების ან მეტოქის დანახვისას იფხორებიან და ამაყად დააბოტებენ,
ჩვენს კურთხეულ ქვაყანაშიც მომძლავრდნენ ეს ფრინველები. ისე, ფრენა ამათ არ იციან, უბრალოდ იფხორებიან და ამჟღავნებენ თავის სიდიადეს. ისინი მუდმივად საქათმეში ზემო ქანდარაზე ზიან გაფხორილები. ფაქტიურად თავზე აზიან კვერცხის მდბელ დედლებს და ბროილერის ქათმებსაც.
მათგან ხეირს წელიწადში ერთხელ ხედავენ პატრონები. მბრძანებლები.
ინდაურების კარიერის დასასრული აკურატ წლის ბოლოს უწევთ. ან ჰაერ ღუმელში ან საცივში. მაგრამ ამას ისინი ვერ ხვდებიან, ყოველ დილას ბედნიერნი ეგებებიან ახალ დღეს და ახალ პერსპექტივებს. აგროვებენ ხალისიანად ხორბლის მარცვლებს და თავი მაგარი ჰგონიათ.
ინდაურები იმდენი ხანია ჩვენსა ცხოვრობენ, რომ ჯიგარმა ქართველებმა მათგან გადაიღეს მიხვრა–მოხვრაც, ყელყელაობაც და გაფხორვაც.
ადამიანებიც, რაც უფრო მაღალ ქანდარაზე ახერხებენ ახტომას, მით უფრო იფხორებიან და ხმაურობენ. ერთია ახტომაა ძნელი, თანაც ქვევიდან უკეთ მოსჩანს მათი მადის აღმძვრელი ბარკლები და საცივის გემო უფრო ხშირად ახსენდებათ ბატონებს ანუ ქათამ მბრძანებლებს და ინდაურთა არსთ განმრიგეებს.
ინდაურები თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ, მათაც უხარიათ და გული სტკივათ. მათაც უყვართ ინდაურების კარიერა, ყველა რისკის მიუხედავად. ერთმანეთს სახელებესაც კი არქმევენ. სახელოვანი ინდაურები ყველაზე გემრიელად ითვლებიან მელიებსა და ადამიანთა შორის. სარგებლობენ ურყევი რეპუტაციით განსაკუთრებით ნოემბერ დეკემბერში.
ჰოოდა, ეხლა სწორედაც ინდაურების ზეობის პერიოდია. მათი აღიარების მომენტი ზოგს უკვე დაუდგა, ზოგიც ემზადება ამ დიდებული მომენტისთვის.
ზოგი ინდაური ქვედა იარუსებზე მყოფნი, ემზადებიან ასახტომად, ზოგს საკენკის გაზრდილი ულუფა უბინდავს მზერას და ზოგიც სულ ზედა ქანდარზე ზის და თათბირებს იქვე ატარებს. რას თათბირობენ არავინ არ იცის. უბრალოდ, გაუცნობიერებელი სევდა–შეშფოთება ეუფლებათ ინდაურებს, ეუფლებათ და მაინც აგრძელებენ თათბირებს და სხდომებს.
აი, თუნდაც დღეს. ქანდარელმა ინდაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რათა ჩუმად მოუსმინონ ადამიანებს და გაარკვიონ წელს რა ელოდებათ. საღორეშიც გაგზავნეს სანდო ინდაურები და უახლოეს პერიოდში მხოლოდ სიკეთე გველისო, შემოთვალეს ღორებმა.
ახალგაზრდა ინდაური შესაბამისად გაიფხორა, ამაყად გადახედა ინდაურიკოებს და აღნიშნა, რომ ეს მათი თავდადებული შრომის შედეგია და გაიხსენა ის დრო როცა მათ არავინ არაფერს არ ეკითხებოდა და მხოლოდ ასუქებდნენ ქვენა მიზნებით. ინდაურები ამის გაგებისას უზომოდ გაიფხორნენ და მათი ჩასუქებული ბარკლების დანახვისას მელიას გული წაუვიდა.

სულ რამდენიმე დღის წინ ინდაურების ფაქტიური გენოციდი აღარავის გახსენებია. მხოლოდ მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდა ინდაურს ზრუნვისთვის.
ისხდნენ ეხლა გაფხორილები და ელოდონ მეომავალ იმედის მომცემ წელს.

ახალ წლამდე კი სულ 3–4 კვირაა დარჩენილი. მაგრამ თვლა ინდაურებმა როდის იცოდნენ.
ამიტომ, ზიან და ელიან.
ამიტომ, ზიან და ელიან.
გაფხორილები ზიან და ელიან.
კიაზო ბერიაშვილი
28.11.14
საცივიოლოგი
28.11.14
საცივიოლოგი
Комментариев нет:
Отправить комментарий